1C ოპერატორი - ანაზღაურებადი სტაჟირება - "ბი-ემ-ესი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში, 1C ოპერატორის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. ვებსაიტი: http://www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანძთელის N2 სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვიდან 3 თვემდე (დამოკიდებულია კანდიდატის ათვისების უნარზე), დასაქმების პერსპექტივით. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 09:00 სთ-დან 18:00 სთ. შესვენება დღეში 1 საათი. დასვენება: კვირაში 2 დღე. შაბათ-კვირა/კვირა-ორშაბათი ანაზღაურება: 600-1200 ლარი.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Microsoft Office

განათლება

სტაჟირების პერიოდში სრულად შეგასწავლით 1C პროგრამას და პროგრამაში მუშაობას. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებას! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით." 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა; 🌚 შეკვეთის გაფორმება; 🌚 შეკვეთების უკან დაბრუნება; 🌚 შემოსავლების სამსახურის გვერდზე (RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვას/კორექტირება; 🌚 ბაზების მუდმივ განახლებას და კონტროლი; 🌚 Microsoft Office-ში მუშაობა