აღწერილობა
შპს "ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია. შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია! კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: 1C პროგრამის ოპერატორი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5 სამუშაო გრაფიკი: სრული
