აღწერილობა
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი,10:00 -19:00 სთ. შენი როლი თინეთში: · ბრენდის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; · სტრატეგიაზე დაფუძნებული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და აღსრულება; · კონტენტ გეგმის შემუშავება და შესაბამისი პირების კოორდინირება; · ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება; · ბიუჯეტის ეფექტური მართვა მარკეტინგული გეგმისა და კონტენტის საჭიროებებიდან გამომდინარე; · კონკურენტების ანალიზი; · საჭიროებისამებრ სააგენტოებთან ურთიერთობა და კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება, მართვა; · ბიზნესის გუნდთან მჭიდრო ურთიერთობა და პროდუქტის განვითარებაში ჩართულობა; · ყოველთვიური რეპორტინგი განხორციელებულ აქტივობებზე დაინტერესებულ პირებთან.
