აღწერილობა
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიის სფეროში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას: HR ასისტენტი. მდებარეობა: რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 36 განაკვეთი: სრული გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი მოვალეობები: ✍ თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ✍ პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზების მართვა და განახლება; ✍ სხვადასხვა საკადრო ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება, შრომითი ხელშეკრულებების და ცვლილებების ადმინისტრირება; ✍ კომპანიის დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; ✍ თანამშრომელთა დასწრების კონტროლი; ✍ პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესების განხორციელება; ✍ პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა და კონტროლი, ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება.
