აღწერილობა
ი. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იარაჯულის/8 (ისანი-სამგორის რაიონი) სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით-10:00 საათიდან 19:00 საათამდე ძირითადი მოვალეობები: ✍ დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება ✍ შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება ✍ თანამშრომელთან დაკავშირებული ცვლილებების სამართლებრივი გაფორმება (გადაადგილება, დაწინაურება, გათავისუფლება და სხვა); ✍ თანამშრომლის პირადი საქმეების მართვა. ✍ სამსახურებრივი ცნობების (მომსახურების, სახელფასო, საბანკო და სხვ.) მომზადება. ✍ სახელფასო ბიუჯეტის და დროის აღრიცხვის ადმინისტრირება: ✍ სახელფასო ბიუჯეტის ყოველდღიური კონტროლი; ✍ თვის ბოლოს ხარჯების ანალიზი და ბიუჯეტთან შედარება; ✍ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის სწორად ასახვა ბაზასა და პროგრამებში (დასწრება, გაცდენები, შვებულებები, ზეგანაკვეთური საათები და სხვა). ✍ მიმდინარე ცვლილებების სწორად და დროულად ასახვა შესაბამის HR პროგრამულ უზრუნველყოფაში. ✍ რეკრუტინგი და შერჩევის პროცესში მონაწილეობა: ✍ ვაკანსიების განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა, წინასწარი ინტერვიუების ჩატარება. ✍ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია, შემაჯამებელი შეფასებების მომზადება. ✍ უშალო ხელმძღვანელთან ერთად ფინალური შერჩევის პროცესში მონაწილეობა. ✍ ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია: ✍ ახალ თანამშრომელთა ადაპტაციის გეგმის ორგანიზება და პროცესის მონიტორინგი. ✍ ტრენინგების დაგეგმვა, ინსტრუქციებისა და შინაგანაწესის გაცნობა. ✍ ადაპტაციის პროცესში ჩართულობის შეფასება და უკუკავშირის შეგროვება. ✍ შიდა კომუნიკაციები და თანამშრომელთა ჩართულობა: ✍ თანამშრომლებისთვის კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განმარტება. ✍ თანამშრომელთა კითხვებზე დროული რეაგირება, ადმინისტრაციული მხარდაჭერა. ✍ შიდა კომუნიკაციის არხების მართვაში მონაწილეობა (შეტყობინებები, ელ.ფოსტა, საინფორმაციო დაფა და სხვა). ✍ ჩართულობა შიდა ღონისძიებებსა და თანამშრომელთა ჩართულობის ინიციატივებში.
