აღწერილობა
შპს "ნესტლე საქართველო" გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და მონაწილეობა მიიღოთ ანაზღაურებად IT სტაჟირების პროგრამაში, რომელიც პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ! ნესტლე — არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის მისიაა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანმრთელი მომავლის შექმნაში წვლილის შეტანა. ჩვენს მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას ვთავაზობთ, რომელიც არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებასაც აუმჯობესებს. ნესტლეს პორტფელი მოიცავს 2000-ზე მეტ ბრენდს, მათ შორის: NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. კომპანიის ისტორია იწყება 150 წლის წინ, შვეიცარიაში და დღემდე ვაგრძელებთ ინოვაციებს, ხარისხზე ორიენტირებას და ღირებულებების ერთგულებას.
