IT ბიზნეს ანალიტიკოსი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-100
დარეკე ახლა

აღწერილობა

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა. კომპანია ILARIA ეძებს IT ბიზნეს ანალიტიკოსს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით. პოზიცია: IT ბიზნეს ანალიტიკოსი სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19 სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის. 3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. 5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge


პროფილის ინფორმაცია

უნარები

დეტალებზე ორიენტირებულობა
ანალიტიკური აზროვნება

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით 🌘 სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო ან მსგავს სფეროში 🌘 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა დამატებითი მოთხოვნები: 🌘 ანალიტიკური აზროვნება; 🌘 დეტალებზე ორიენტირებულობა; 🌘 ორგანიზებულობა; 🌘 პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "IT ბიზნეს ანალიტიკოსი". გისურვებთ წარმატებებს!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-100

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ფუნქცია - მოვალეობები: 🌚 დამკვეთებთან ამოცანების დეტალური განხილვა და ბიზნეს ანალიზი; 🌚 დამკვეთებისგან მიღებული ამოცანების საფუძველზე BRD (Business Requirement Document) -ის შექმნა; 🌚 პროექტების შეფასება და მათი პრიორიტეტიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; 🌚 პორტფელში არსებული პროექტების Status Update-ების გაკეთება; 🌚 პროექტების შუალედური შედეგების გაცნობა პროექტში ჩართულ მხარეებთან (Stakeholders); 🌚 დეველოპერებთან გადასაცემი ტექნიკური ამოცანების მომზადება; 🌚 ვენდორებთან კომუნიკაცია; 🌚 დეველოპმენტის შემდეგ UAT (User Acceptance Testing) პროცესში მონაწილეობის მიღება; 🌚 ცვლილებების დანერგვა რეალურ გარემოში; 🌚 ახალი შექმნილი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ბიზნეს მომხმარებლებისათვის გაცნობა და სწავლება.