აღწერილობა
შენი როლი თინეთში: · ბრენდის სტრატეგიისა და კამპანიების განხორციელებაში Senior Brand Manager-ის დახმარება; · შიდა გუნდებთან (დიზაინი, მარკეტინგი, გაყიდვები) კოორდინაცია ბრენდის სტანდარტების, ტონის და იდენტობის შესანარჩუნებლად; · სარეკლამო მასალების, შეფუთვისა და ვიზუალური აქტივების შექმნაში მონაწილეობა; · მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და შესრულებაში ჩართულობა (ციფრული არხები, ბეჭდური მედია, ღონისძიებები); · კამპანიების შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი; · ბრენდის ყველა საკომუნიკაციო არხზე შესაბამისობისა და სტილის დაცვა; · მასალების გადახედვა ბრენდის ტონისა და ვიზუალური იდენტობის მიხედვით; · ბრენდ ინიციატივების გაზიარების მიზნით პრეზენტაციებისა და დოკუმენტების მომზადება; · უფროს ბრენდ მენეჯერთან ან მარკეტინგის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით; · მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტების დაგეგმვაში ჩართულობა, ხარჯების კონტროლი და რეპორტინგი; ინვოისების კონტროლი და მომწოდებლებთან (სააგენტოებთან) ურთიერთობის კოორდინაცია; · ბრენდის მასალებისა და დოკუმენტაციის მართვა.
