KA მენეჯერის დამხმარე

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2000-2500
დარეკე ახლა

აღწერილობა

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია. ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/) კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას KA მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ანალიტიკური აზროვნების უნარი
MS Office

განათლება

ძირითადი მოთხოვნები: 🌘 აუცილებელია საკუთარი ავტომობილი (საწვავს უზრუნველყოფს კომპანია) 🌘 სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); 🌘 Office პროგრამების ცოდნა; 🌘 რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. (სასურველია);

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2000-2500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 რეალიზაციის წერტილების მიხედვით ყოველდღიური სტატისტიკური ანალიზის ჩატარება; 🌚 არსებული და პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო ბაზის შექმნა/განახლება; 🌚 ფასის შესაბამისად პროდუქციისთვის გამოყოფილი განთავსების კონტროლი; 🌚 პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი; 🌚 ქსელებისგან მიღებული შეკვეთების გადამისამართება ოპერატორთან, ზედნადებების ფასთან მიმართებაში კონტროლი, მიწოდების განრიგის კონტროლი; 🌚 კომპანიის მიერ დამტკიცებული ახალი ასორტიმენტის პარტნიორის ქსელში სწორად და ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფა; 🌚 კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდრის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი; 🌚 პროდუქციის ქსელიდან დაბრუნების მიზეზების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით, უკან დაბრუნებული პოზიციების კონტროლი/დადასტურება;