აღწერილობა
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას React.JS Front-End Developer (Mid-level)-ის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციების შექმნა React.js-ის გამოყენებით; ✍ დიზაინებისა და ვაირფრემების მაღალხარისხიან კოდში გარდაქმნა; ✍ მოდულარული და ხელმეორებად გამოყენებადი კომპონენტებისა და ბიბლიოთეკების აწყობა; ✍ კომპონენტების ოპტიმიზაცია სხვა და სხვა მოწყობილობასა და ბრაუზერში; ✍ ავტომატიზებული ტესტირებების დანერგვა განვითარების და მხარდაჭერის პროცესში; ✍ JavaScript-ისა და React.js-ის უახლესი სიახლეების სწავლა; ✍ უსაფრთხოების განახლებებისა და პრობლემების მონიტორინგში ჩართულობა, როგორც React.js-ში, ასევე პროექტის ყველა დამოკიდებულებაში; ✍ საჭირო განახლებებისა და მოდერნიზაციის შეთავაზება, რათა პროდუქტი შეესაბამებოდეს თანამედროვე უსაფრთხოების და განვითარების საუკეთესო პრაქტიკას.
