აღწერილობა
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Swoop Sales Specialist-ის პოზიციაზე! https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 შენი როლი "თინეთში": ✍ გაყიდვების ყოველთვიური გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა, როგორც GP (gross profit) ასევე GMV (Gross merchandise value) ნაწილში; ✍ ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მუდმივი კვლევა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი (ფასები, სერვისები); ✍ პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა: მოძიება, მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, მათი პრობლემების გადაჭრაში ჩართულობა, შეთავაზებების განხილვა და მათი ლოიალურობის გაზრდაზე ზრუნვა; ✍ გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი: საკუთარი პორტფელის ანალიზი მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი შესაძლებლობების მოძიება და ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა გუნდის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ✍ ხელშეკრულებების მართვა: ხელმოწერის უზრუნველყოფა და ინვოისების მონიტორინგი; ✍ ჩარიცხვების მონიტორინგი.
