აღწერილობა
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი. კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო პირობები: ✍ ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ ✍ ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ; ✍ ანაზღაურება: 1500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე). ✍ დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
