საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და თანამშრომელთა განვითარებაზე
"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: City Tower, ვაჟა-ფშაველას გამზირი №70, პრემიუმ ბიზნესცენტრი.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: TI`ME
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ MS Office
✓ MS Word
✓ Excel
განათლება
კვალიფიკაცია:
🌘 უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
🌘 მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში
🌘 ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე (ზეპირი და წერითი კომუნიკაცია)
🌘 MS Excel-ისა და MS Word-ის პროგრამების კარგი ცოდნა
🌘 შრომის კოდექსის ცოდნა
🌘 ადამიანური რესურსების სფეროში არსებული ზოგადი პოლიტიკებისა და პროცედურების ცოდნა
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
1500-2000
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი მოვალეობები:
🌚 წინა ხაზის თანამშრომლების რეკრუტინგისა და შერჩევის სრული ციკლის მართვა
- სამუშაო აღწერილობების შემუშავება, ვაკანსიის განთავსება შესაბამის არხებზე და კანდიდატების მოზიდვა
- CV-ების გადარჩევა, ტესტირების/ გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) და კომპანიიდან წასვლის (Offboarding) სრული პროცესის მართვა
- დამსაქმებლის ბრენდინგისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
🌚 ადმინისტრაციული მიმართულება:
- თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შრომის კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, დაზღვევა, ტაბელი, ხელფასის ფაილი, შვებულება, რეესტრი და სხვ.)
- HR ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი
- 1C და ERP პროგრამებთან დაკავშირებული ყველა ამოცანის მართვა
- HR SOFT-ში შესაბამისი მონაცემების შეყვანა და მონიტორინგი
- ადამიანური რესურსების მართვის მეტრიკების მონიტორინგი და ანალიზი
- კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური რეპორტების მომზადება
🌚 კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის შიდა პროცედურების შედგენა, გადახედვა და ცვლილებების შეტანის ინიცირება
🌚 თანამშრომელთა სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში (Team-Building, კორპორატიული წვეულება და სხვა აქტივობები) აქტიური მონაწილეობა
🌚 თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, მოტივაციის გაზრდა და შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება