აღწერილობა
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით. ✍ ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება. ✍ ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა; ✍ მომხმარებლის საკრედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ✍ სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება. ✍ ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება; ✍ ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია. ✍ ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ ავტომობილების კომპლექტაციებისა და ფასის ცოდნა; ✍ კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; სხვა მოთხოვნები: დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; სამუშაო პირობები: ✍ სრული განაკვეთი; ✍ ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა); დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტო-სესხების რისკების კოორდინატორი".
