აღწერილობა
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, EnglishHome. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და ფინანსური რეპორტინგის სენიორ მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი. ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.
