არქიტექტორი - " VR Holding "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"VR Holding" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე "VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს. "კრწანისი რესორტ რეზიდენსი" არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge ძირითადი მოვალეობები: ✍ პროექტის მუშა ნახაზების დამუშავება და მომზადება; პროექტის დაგეგმვისას, უშუალოდ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება; ✍ სივრცეების მოდელირება და 3D ვიზუალიზაცია; ✍ მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ნახაზებიდან ამოღება/დამუშავება; ✍ მასალებისა და დამხმარე საშუალებების სპეციფიკაციების დამუშავება; ✍ მასალების შერჩევა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება; ✍ შესყიდვებსა და ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირებისთვის შეთანხმებული მასალების შესახებ ინფორმაციის გადაცემა; მიღებული მასალების შესაბამისობის კონტროლი დადგენილ მოთხოვნებთან; ✍ კლიენტებთან შეხვედრა, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების ანალიზი, გათვალისწინება და ასახვა გეგმარებაში; ✍ შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისათვის წარსადგენი საპრეზენტაციო მასალის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება; ✍ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სატენდერო/საკონკურსო; ✍ კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა; სანებართვო ორგანოებში პროექტის შეთანხმება; საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარება; ✍ პროექტის დეტალური გეგმარების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში კორექტირება; ✍ ბიუჯეტისა და თაიმლაინის დაცვის კონტროლი; ✍ კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა, სამშენებლო საიტებზე ვიზიტების განხორციელება, მიმდინარე სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი და რეპორტინგი; ✍ მიმდინარე სამუშაოების მეთვალყურეობა მათი დადგენილი სტანდარტების, რეგულაციებისა და ნორმების შესაბამისად; ✍ მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა, კომპეტენციის ფარგლებში; ✍ პროექტის მართვის, სამშენებლო გუნდთან, კონსტრუქტორებთან და ქვე-კონტრაქტორებთან კოორდინირებული მუშაობა. ✍ კომპანიის მენეჯმენტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება

განათლება

🌘 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2025 წლის 2 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: არქიტექტორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌚 მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება; 🌚 დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება; 🌚 სავალდებულოა მრავალბინიან ან/და მრავალფუნქციურ შენობებზე მუშაობის გამოცდილება; 🌚 სასურველია განაშენიანების გეგმების დამუშავების მიმართულებით გამოცდილება; 🌚 ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ხარისხი; 🌚 ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.