აღწერილობა
კომპანია "ტერომიქსპლიუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე. "ტერომიქსპლიუსი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე. თუ დაინტერესებული ხართ გაყიდვებით, ხართ შრომისმოყვარე, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ფლობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.
