ასისტენტი გაყიდვების გუნდში - " SISNO Group "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2000 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "სისნო გრუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200 ლარს + საპროცენტო განაკვეთს თითოეული შესრულებული ოპერაციიდან. "სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე. თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების გაყიდვებით, ხართ შრომისმოყვარე, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ფლობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ უძრავი ქონების მოძიება. ✍ შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება. ✍ დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

განათლება

სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00. ლოკაცია: თბილისი, საბურთალო ფინანსური პირობები: 1200 ლარი (მოჭრილი), ასევე, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო დანაზოგს 4%-ს, დაზღვევას. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: sisno.cv@gmail.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2000 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

მოთხოვნა: 🌚 ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 🌚 საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი 🌚 დაინტერესება გაყიდვებით 🌚 სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად