აღწერილობა
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ატრიის მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას. ძირითადი მოვალეობები: ✍ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ✍ ატრიის კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტების მიხედვით; ✍ ატრიის კერძების მომზადებისთვის ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება და მომზადება; ✍ სამზარეულოს ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი; ✍ ინვენტარისა და ხელსაწყოების გამოყენების წესების დაცვა; ✍ სამუშაო ადგილის სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ✍ შეკვეთების ხარისხისა და დროის მონიტორინგი.
