აღმასრულებელი დირექტორი - " ზიონი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

ზიონის" შვილობილი კომპანია "Capital Georgia" საქმიანობას იწყებს ცნობილ ებრაულ კომპანია Capital Maintenance-თან პარტნიორობით, რომელიც ისრაელში აღიარებულია, როგორც სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საცხოვრებელი და საოფისე შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის მიმართულებით. Capital Georgia შექმნის ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და პერსონალიზებულ მიდგომებს. მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, უმაღლესი დონის სტანდარტების, ახალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს ცენტრების შენობების მართვის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. იგი ჩართული იქნება მშენებლობის დაწყების პროცესიდან და კონსულტაციას გაუწევს კომპანიებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. Capital Georgia-ის გუნდში ვეძებთ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც საწყის ეტაპზე ჩაერთვება პროექტში, გაივლის გადამზადებას ისრაელში ჩვენს პარტნიორ კომპანია Capital Maintenance-ში, მიიღებს მონაწილეობას უნიკალური, ინოვაციური მომსახურების შექმნაში და ჩამოაყალიბებს ბრენდს, რომელიც განსაზღვრავს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალ სტანდარტს ამიერკავკასიაში. ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე. სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00. ჩვენ გთავაზობთ: ✍ ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და განვითარების პერსპექტივას; ✍ კომფორტულ და მეგობრულ გარემოს; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

✓ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
✓ MS Office

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 კომპანიის ხედვისა და ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება დამფუძნებლებთან და პარტნიორ კომპანიასთან ერთად; 🌚 მაღალკვალიფიციური გუნდის შერჩევაში მონაწილეობა; 🌚 თანამშრომელთა გადამზადება და განვითარება; 🌚 გუნდის კოორდინირებული და ეფექტური მართვა; 🌚 კომპანიის პოლიტიკის, პროცედურებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა; 🌚 პარტნიორული ურთიერთობების დამყარება დეველოპერებთან და უძრავი ქონების მფლობელებთან; 🌚 უძრავი ქონების მართვის ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების მეთოდებში ინოვაციების დანერგვა; 🌚 კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება დამფუძნებლებთან შეთანხმებით; 🌚 კომპანიის წარდგენა ლოკალურ/საერთაშორისო ბიზნეს გარემოში; 🌚 კომპანიის იმიჯზე ზრუნვა; 🌚 მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება; 🌚 კომპანიისთვის საჭირო რესურსების მობილიზება (ადამიანური კაპიტალი, თუ სხვა); 🌚 ეფექტური KPI სისტემების დანერგვა და მონიტორინგი; 🌚 კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ოპტიმიზაცია და ზრდის უზრუნველყოფა.