აღწერილობა
"საქართველოს წიგნის ასოციაცია" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად. ძირითადი მოვალეობები: ✍ მართავს ასოციაციას საწესდებო მიზნების შესაბამისად. ✍ წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან. ✍ უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას. ✍ განკარგავს ასოციაციის ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე. ✍ ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს ასოციაციის სახელით. ✍ გეგმავს პროექტებს და ზედამხედველობს მათ სათანადოდ შესრულებას. ✍ ხელმძღვანელობს ასოციაციის თანამშრომლებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ. ✍ განსაზღვრავს სახელფასო სქემას, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკას. ✍ ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებს საერთო კრებაზე წარსადგენად. ✍ გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად აბარებს ანგარიშს გამგეობას. ✍ ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
