აღწერილობა
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი და აღმზრდელი ასისტენტი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, 10:00-დან 19:00 საათამდე ვებგვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61574971414572 ჩვენ თქვენ გთავაზობთ: ✍ მზარდი ხელფასი ✍ თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები) ✍ სამჯერადი კვება ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში: ✍ 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი. ✍ 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი. ინფორმაცია ბაღის შესახებ: საბავშვო ბაღი "ოქროყანა" დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. თითო ჯგუფში 8-10 აღსაზრდელია და ორი აღმზრდელი. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.
