აღმზრდელი - " საქართველოს კარიტასი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

667, 00 ლარიდან - 752, 00 ლარამდე,
დარეკე ახლა

აღწერილობა

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა ✍ მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი ✍ დასაქმების ტიპი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი; 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (მათ შორის უქმე დღეებში), დილის 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე. სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე. ✍ ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის. ✍ ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით; ✍ ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. N23 ✍ ჰონორარი/ ხელფასი: ხელზე ასაღები ხელფასი 667, 00 ლარიდან - 752, 00 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე სამუშაო მიზანი: ✍ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ✍ მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. 🏅 საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა 🏅 წერითი და ანალიტიკური უნარები

განათლება

განსაკუთრებული პირობები: შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას. განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: tamar.sharashidze@caritas.ge; გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ: 🌘 განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 30.04.25 🌘 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 09.05.25 ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

667, 00 ლარიდან - 752, 00 ლარამდე,

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ზრუნავს ბავშვებზე და მსტ სახლში უსაფრთხო ატმოსფეროზე; 🌚 არასამუშაო დღეებსა და საათებში ბავშვის მსტ სახლში განთავსებისთანავე მორიგე აღმზრდელი დაუყოვნებლივ აღრიცხავს ბავშვის შესახებ მონაცემებს შესაბამის ჟურნალში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ არის შემოყვანილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვის შემოყვანისთანავე სატელეფონო საშუალებით ატყობინებს ინფორმაციას ახლად შემოსულ ბავშვზე მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს; 🌚 აღმზრდელი მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელთან და ფსიქოლოგთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს მსტ სახლის აღსაზრდელის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს ლიდერ/აღმზრდელს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას გადასცემს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და პროგრამის მენეჯერს; 🌚 იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, აღმზრდელი მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელთან, ფსიქოლოგთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით; 🌚 აღმზრდელის მიერ ხდება ძალადობის (მათ შორის საფუძვლიანი ეჭვის) ყველა ფაქტის და საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების სათანადოდ აღრიცხვა მსტ სახლში არსებულ შესაბამის ჟურნალში. 🌚 მეთვალყურეობას უწევს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას; 🌚 ზრუნავს ბავშვების კვებაზე; 🌚 ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე; 🌚 ზრუნავს ბავშვების საჭიროებებზე (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და ა.შ) 🌚 ზრუნავს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; 🌚 ზრუნავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და აწვდის მათ ინფორმაციას სასიცოცხლო, ჯანმრთელობისა და თვითმოვლის უნარ-ჩვევების შესახებ; 🌚 რთავს ბავშვებს არაფორმალური განათლების აქტივობებში და ზრუნავს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად; 🌚 საჭიროების შემთხვევაში ეხმარება განათლების საბაზისო ელემენტების განმტკიცებაში (წერა-კითხვა, ანგარიში); 🌚 ზრუნავს ბავშვების დასვენებასა და გაჯანსაღებაზე; 🌚 ბავშვებს, მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად რთავს სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და ინტელექტუალურ-შემეცნებით აქტივობებში და ზრუნავს მათ სოციალურ განვითარებაზე; 🌚 აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რომელიც აღმზრდელის ჩართულობას მოითხოვს; 🌚 ზრუნავს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან და ნათესავებთან კავშირის აღდგენაზე, გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე; 🌚 თანამშრომლობს ბავშვის აღზრდაში ჩართულ აქტორებთან (ბავშვის კანონიერ წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ექიმი, პედაგოგი და ა.შ.) 🌚 მსტ სახლის აღმზრდელი პასუხისმგებელია ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური წერილობითი ანგარიში წარუდგინოს მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ანგარიშს წარუდგენს პროგრამის მენეჯერს. 🌚 სამუშაო საათების დასრულებისას შემცვლელ მორიგე აღმზრდელს გადააბარებს/უტოვებს საჭირო ინფორმაციას (მის მორიგეობასთან დაკავშირებული) და მოწესრიგებულ მსტ სახლის სივრცეს.