აღწერილობა
საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე. თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა. აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 900-დან 1000 ლარამდე საზღვრებში. საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში; ✍ აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება; ✍ აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი; ✍ კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება; ✍ სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა; ✍ ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; ✍ კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
