აღწერილობა
კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვა-ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში. მოვალეობები: ✍ თვის ბოლოს მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, შედარება და ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან დაზუსტება. ✍ ბუღალტრისთვის და საოპერაციო მენეჯერისთვის რეპორტების და ჩამოწერის აქტების მომზადება. ✍ თვის დახურვისთვის განსაზღვრული ვადების დაცვა ✍ შესყიდვების დროს მონაწილეობის მიღება ✍ დავალიანებების კონტროლი და შეტყობინების მიწოდება ✍ ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა და მხარდაჭერის გაწევა ✍ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.
