აღრიცხვის ოპერატორი/მოლარე - ბათუმი - " ზუმერი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000 - 1800 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე, ბათუმში "ზუმერი" გთავაზობთ: ✍ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე; ✍ ანაზღაურებას 1000-1800 ლარს; ✍ კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას; ✍ სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას; ✍ ერთი წლის თავზე, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით; ✍ 1C პროგრამის სწავლებას; ✍ მრავალფეროვან წახალისების სისტემას; ✍ სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ. ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; ✍ სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს; ✍ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
1C

განათლება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/vlLri1eaSe

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000 - 1800 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌚 სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 🌚 გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე; 🌚 ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 🌚 MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.