აღწერილობა
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ბიზნესის სფეროში განვითარებით, "კარფური" აცხადებს ახალგაზრდა მენეჯერების სწავლებისა და დასაქმების ანაზღაურებად პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები: ✍ შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას; ✍ დასაქმდებიან მენეჯერულ პოზიციებზე. სწავლება მოიცავს როგორც ტექნიკური ისე მენეჯერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს. 6 თვიანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები დაიკავებენ კომპანიაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას. ანაზღაურება: პროგრამის პერიოდში 1000 ლარი
