აღწერილობა
ღვინის კომპანია "91" აცხადებს ვაკანსიას ბაზრის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, ვინც იმუშავებს HORECA-ს მიმართულებით, განავითარებს ბრენდის პორტფელს ახალი ობიექტების დამატებით და იმუშავებს პარტნიორ რესტორნებსა თუ სასტუმროებში გაყიდვების სტიმულირებისთვის. "91" თავისუფლების იდეით შთაგონებული ქართული ღვინის ბრენდია. ქართული ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის - ის ჩვენი სულის ნაწილია, კოლექტიური ცნობიერების ანარეკლი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ფორმირდებოდა. "91"-ის მიზანია დაარღვიოს სტერეოტიპები და აჩვენოს ქართული ღვინის ნამდვილი პოტენციალი. ქართული ღვინო ასოცირდებოდა მასობრივად წარმოებულ, ტკბილ სახეობებთან. "91" ეწინააღმდეგება ამ ნარატივს და კონცენტრირდება ხარისხზე, უნიკალურ არომატებზე და ტრადიციულ მეღვინეობის ტექნიკებზე. ჩვენ გვწამს, რომ ქართულ ღვინოს ეკუთვნის ადგილი მსოფლიოში პრემიუმ ღვინოებს შორის, და "91" ამ გზაზე პირველი ნაბიჯია. განაკვეთი: სრული, 11:00 დან 19:00 მდე მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
