აღწერილობა
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას. "დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ოპერატორის პოზიციაზე რუსთავში. კომპანია გთავაზობთ: ✍ ანაზღაურება: 1100 ლარი; ✍ სამუშაო განრიგი: კვირა მონაცვლეობით: ✍ I კვირა: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00; შაბათი 11:00-16:00; ✍ II კვირა: ორშაბათი-პარასკევი 13:00-21:00; შაბათი 11:00-16:00; ✍ დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ; ✍ საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ძირითადი მოვალეობები: ✍ საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა; ✍ კურიერებზე განაწილება; ✍ მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა; ✍ დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა; ✍ კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა;
