ბიზნესის განვითარების მენეჯერი - " Hilbert "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

მარკეტინგული სააგენტო "Hilbert" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული მიმართულებების განვითარებასა და ორგანიზაციის პოზიციონირების გაძლიერებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი პოზიციის აღწერა: ვეძებთ ბიზნესის განვითარების მენეჯერს - აქტიურ, მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ახალი კლიენტების მოძიებასა და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებაში. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლეების ძიება და გიზიდავს პიროვნული თუ პროფესიული ზრდა, ეს ვაკანსია შენთვის არის! ვეძებთ გუნდის ისეთ წევრს, რომელიც მოიტანს იდეებს, იმოქმედებს თავისუფლად და კრეატიულად, და შეუწყობს ხელს კომპანიის განვითარებას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

.

განათლება

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი? თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: info@hilbert.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბიზნესის განვითარების მენეჯერი" სათაურის ველში. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30.05.2025 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებგვერდს: https://www.hilbert.ge შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები: 🌚 კომპანიებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა 🌚 კომპანიებისთვის შეთავაზების დამუშავება და მომზადება 🌚 ბაზრის კვლევა, ახალი პროექტებისა და შესაძლებლობების ძიება-დამუშავება 🌚 პროექტის დოკუმენტაციის მომზადება 🌚 პროექტების გეგმის შემუშავება და მართვა