აღწერილობა
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ✍ კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია ✍ ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება ✍ სოციალური მედიის მართვა (ფეისბუქი, ინსტაგრამი...) ✍ პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში ✍ მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება ✍ პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორაციულების) მოძიება-მოზიდვა, ძველი კლიენტების შენარჩუნება და მათი ლოიალობის გაზრდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ✍ ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ✍ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამოცდილება ✍ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ✍ უპირატესობა მიენიჭება საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს ✍ სტანდარტული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა ✍ მათემატიკის ძალიან კარგი ცოდნა ✍ ლოგიკური აზროვნების ძლიერ განვითარებული უნარი ✍ ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ✍ მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი ✍ სიახლეების ადვილად ათვისების უნარი ✍ ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge და მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV.
