ბუღალტერი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2500-3000
დარეკე ახლა

აღწერილობა

კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით. "ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი ანაზღაურება: 3000 ლარი დამატებითი ბენეფიტები: ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა ✍ კვებით უზრუნველყოფა ✍ სპორტდარბაზით და ოლიმპიური აუზით უფასოდ სარგებლობა ✍ ფასდაკლება აკვაპარკში ვიზიტზე ✍ ფასდაკლება აკვაპარკის კვების ობიექტებზე


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Word
Excel
ORIS

განათლება

აუცილებელი ცოდნა & უნარები: 🌘 ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა; 🌘 საქართველოს საგადასახადო კოდექსი; 🌘 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ; 🌘 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ; 🌘 Microsoft Office (Word, Excel); 🌘 საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა ORIS 5 და ORIS 7 - სასურველია.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2500-3000

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოება; 🌚 პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება; 🌚 რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვის კონტროლი; 🌚 მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარება; 🌚 საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკის სისტემაში; 🌚 ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა; 🌚 დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; 🌚 საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა; 🌚 საჭიროების შემთხვევაში მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.