ბუღალტერი - კახეთი - " მეღვინეობა ხარება "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2800 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1600 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე ანაზღაურება: ხელზე 2500 (საპენსიოს ჩათვლით), გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2800 ლარი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

განათლება

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com; და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2800 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 სოფლის მეურნეობის მომსახურების რეალიზაციის ფაილების დამუშავება, ტაბელების და გახარჯული მასალების აქტების მიხედვით სპეციალურ ფორმატში აკუმულირება, პროგრამულად ატვირთვა და ყოველთვიურად დაპოსტვა/გატარება 🌚 გამოყენებული საწვავების ჩამოწერა შესაბამისი აქტების საფუძველზე და პროგრამული ნაშთების დადარება ფაქტიურთან 🌚 ყოველთვიურად საწყობების ნაშთების შედარება ინვენტარიზაციით გამოვლენილ ნაშთებთან და შესაბამის კორექტირებებზე მუშაობა. 🌚 თბილისის სასაწყობე ლოკაციაზე საქონლის ჩამოწერების გატარება აქტების საფუძველზე 🌚 გაყიდვების ანალიტიკური ფაილის დამუშავება და მენეჯმენტისთვის ყოველთვიურად წარდგენა 🌚 ექსპორტის გაყიდვებზე მიბმული საკომისიოების, პრომოციის კადრების და კონსულტანტებისთვის გასაცემი თანხების კალკულაცია გაყიდვების დეპარტამენტთან შეთანხმებით 🌚 თვის დახურვასთან დაკავშირებით პროგრამულად შუალედური ანგარიშების, ხელფასების დარიცხვების, მომწოდებლებისა და კლიენტების ბარათების ბრუნვით უწყისთან შესაბამისობის სისწორის შემოწმება და შესაბამისი კორექტირებების გაკეთება 🌚 საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტის დავალებით ან შვებულებაში გასული თანამშრომლის ნაცვლად საბანკო გადარიცხვების მომზადება