აღწერილობა
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ბათუმი სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი ჩვენს შესახებ: "Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, სანდოობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ პროექტებს - სწორედ ამიტომ ვეძებთ ასეთივე ღირებულებებზე დაფუძნებულ პროფესიონალს.
