აღწერილობა
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 25 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 17 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.newlight.ge კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. ბათუმში. მისამართი: ქ. ბათუმი, ჟ. შარტავას გამზირი #7 ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (გამოცდილების არმქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით). სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ, შუალედში 1-საათიანი შესვენებით. დამატებით გთავაზობთ: ✍ კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას; ✍ მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს; ✍ ზრდისა და განვითარების პერსპექტივას
