აღწერილობა
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტი/პრისეილერი პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29 ჩვენ შესახებ: G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი რას აკეთებს გაყიდვების აგენტი / პრისეილერი: ✍ ყოველდღიურად სტუმრობს 30-40 სავაჭრო ობიექტს ✍ უზრუნველყოფს სწორი შეკვეთების აღებას ✍ ახდენს მერჩენდაიზინგს ადგილზე ✍ ეძებს ახალ სავაჭრო ობიექტებს ✍ მოლაპარაკებებს აწარმოებს ობიექტის წარმომადგენლებთან ✍ ცდილობს გაყიდვების მაქსიმიზაციას კონკურენტულ გარემოში ✍ ევალება, სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი ✍ მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია ✍ გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა
