აღწერილობა
"Sandro" - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1984 წელს. ეს ბრენდი ცნობილია იმით, რომ გვთავაზობს განსაკუთრებულ, თანამედროვე და ელეგანტურ სტილს. ის განსაკუთრებით პოპულარულია მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და აქსესუარებით, რომლებიც ხშირად განიხილება, როგორც იდეალური ბალანსი კლასიკურ ფრანგულ სტილსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის. ცხადდება ვაკანსია "Sandro"-ს პირველი ფილიალისთვის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე: ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება, ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად; ✍ პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ✍ კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის; ✍ მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ; ✍ ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი; ✍ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;
