აღწერილობა
"სინერჯი საქართველო" — კომპანია, რომელიც საქართველოში პრემიუმ ხარისხის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის სათვალეების, აქსესუარებისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის პროდუქტების გაყიდვა. კომპანია სწრაფად მზარდია და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხს, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-16:00 ან 16:00-22:00 ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: საათობრივი, რომელიც დამოკიდებულია ნამუშევარ საათებსა და გაყიდვებზე ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში: 1100-1400₾ (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი)
