გაყიდვების კონსულტანტი - "პიელ ნატურალსი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი ბათუმის და თბილისის ფილიალებისთვის. თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ! ღიმილი თუ იცი, დანარჩენს ჩვენ გასწავლით. "პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს. კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს; ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება. პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს. ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება! სამუშაო გრაფიკი მაქსიმალურად მორგებულია თანამშრომლებზე, 5 დღე მუშაობთ კვირაში 6 საათი, ერთი დღე კვირაში 12 საათი, შესვენებებით. კვირაში 5 დღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ან 16:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე - დასვენება. ბათუმი: მეტრო სითი თბილისი: თბილისი მოლი ანაზღაურება: 1000-1200₾


პროფილის ინფორმაცია

უნარები

.

განათლება

საჭირო უნარ-ჩვევები: 🌘 ინგლისურის ცოდნა; 🌘 კომუნიკაბელური; 🌘 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 🌘 ორგანიზებულობა; 🌘 დეტალებზე ორიენტირებულობა. გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ლოკაცია (ბათუმი ან თბილისი). პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა; 🌚 მომხმარებლების თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება; 🌚 ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა; 🌚 სალაროს მართვა; 🌚 არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა