აღწერილობა
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი ბათუმის და თბილისის ფილიალებისთვის. თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ! ღიმილი თუ იცი, დანარჩენს ჩვენ გასწავლით. "პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს. კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს; ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება. პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს. ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება! სამუშაო გრაფიკი მაქსიმალურად მორგებულია თანამშრომლებზე, 5 დღე მუშაობთ კვირაში 6 საათი, ერთი დღე კვირაში 12 საათი, შესვენებებით. კვირაში 5 დღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ან 16:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე - დასვენება. ბათუმი: მეტრო სითი თბილისი: თბილისი მოლი ანაზღაურება: 1000-1200₾
