აღწერილობა
ტრენდი ბოქსი - ახალი, თანამედროვე და პერსპექტიული კომპანია ეძებს გუნდში გაყიდვების კონსულტანტს თბილისი მოლში. თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გინდა გახდე ჩვენი ისტორიის ნაწილი, აუცილებლად შეგვეხმიანე! ძირითადი მოვალეობები: ✍ სავაჭრო პროცესების მართვა: - მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება და მისი მოთხოვნისამებრ მიწოდება; - პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა; - პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ. - პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა; ✍ სააღრიცხვო პროცესების მართვა: - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით - შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება; - მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; - სალარო აპარატთან მუშაობა ✍ სარეკლამო/საკომუნიკაციო პროცესების მართვა: - ტიკტოკ, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმების მართვა; - შესაბამისი კონტენტის გადაღება დღის განმავლობაში და განთავსება ტიკტოკ, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებზე; - საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება).
