აღწერილობა
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას. დაინტერესებული მომხმარებლების შეკვეთები შემოდის CRM სისტემაში, თქვენი დავალებაა - მათთან დარეკვა, კონსულტირება და შეკვეთის გაფორმება. გაყიდვების მოცულობის გაზრდასა და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მატებასთან დაკავშირებით, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერებს. მენეჯერების საშუალო ანაზღაურება შეადგენს 2500 ლარს. გამოცდილების არმქონე და ახალბედა მენეჯერების საშუალო ხელფასი - 2000 ლარიდან იწყება (700 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება + % გაყიდვებიდან), მაქსიმალური ბონუსი, რაც გაცემულა შეადგენს 6275 ლარს (მხოლოდ ბონუსი!) ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი ბონუსები გეგმის შესრულებისთვის.
