აღწერილობა
შპს "აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი მასშტაბური პროექტი, დღესდღეობით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/ შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი, კომპანია გთავაზობთ: ✍ სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი); ✍ ანაზღაურება - 2000 ლარი + საბონუსე სისტემა; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ). ✍ გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან არის საპროექტო გაყიდვებზე გადასვლის პერსპექტივა.
