აღწერილობა
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ წარმოვადგენთ "კავკასიის ავტო იმპორტი-ს" ავტორიზებულ სადილერო ოფისს, გამოვირჩევით მაღალი სანდოობით და უკონკურენტო შეთავაზებებით, კავკასიის ავტო იმპორტი 20 წელზე მეტია ლიდერი ავტო იმპორტიორი კომპანიაა ბაზარზე და 1.000.000 ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იმპორტირებული და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს.
