აღწერილობა
ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. გაყიდვების გუნდში ვეძებთ კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ მოტივირებულ, ენერგიით აღსავსე გუნდის წევრებს, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, მოგცეთ სრულფასოვანი ტრენინგი და მაქსიმალური ცოდნა, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალი დონის, პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად. კომპანიის შესახებ: ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვისს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვასა და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ✍ ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი ✍ დამატებით მზარდი ბონუსი გაყიდვებიდან ✍ საშუალოდ ხელზე ასაღები - 2000+ ლარი ✍ განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
