აღწერილობა
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ? "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ემსახურება მომხარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური საცალო და კორპორაციული მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.
