გაყიდვების მენეჯერი - " ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ? "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

.

განათლება

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარაზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

რას გთავაზობთ? 🌚 მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა; 🌚 პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სადაზღვევო სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს; 🌚 ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში; 🌚 სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ სამ თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა; 🌚 კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე რა გვჭირდება შენგან? ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს, დანარჩენს კი ჩვენ გასწავლით.