აღწერილობა
კომპანია "JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო აგენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი განაკვეთი: სრული (13:00 საათიდან 20:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი) "JSC MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მომხმარებლის მოზიდვა ✍ პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა ✍ პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება ✍ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით) ✍ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში) ✍ კომპანიის მიერ მიწოდებული უნიფორმის გამოყენება / დრესკოდის დაცვა (ვარცხნილობა/ მაკიაჟი და ა.შ) ✍ შესვენების შეთანხმებულ დროს გამოყენება (ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული დრო) ✍ პუნქტუალურობის დაცვა (სამუშაო დროის სწორად და ეფექტურად გამოყენება), სავაჭრო ობიექტზე გვიან მისვლის ან/და არადროული დატოვების წინასწარ შეთანხმება ხელმძღვანელთან.
