აღწერილობა
ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"! ჩვენი მიზანი საქართველოში და აწ უკვე რეგიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სკუტერების და მოტოციკლების პოპულარიზაციაა, ანუ თავისუფალი ხალხის საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სკუტერებისა და მოტოციკლების იმპორტი, რეალიზაცია და მათი ტექნიკური მომსახურება. დინამიკური და სწრაფად მზარდი სკუტ სკუტი ეძებს გაყიდვების კონსულტანტს სკუტერების და მოტოციკლეტების აქსესუარების მიმართულებით. თუ გჯერა, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი თავისუფალი ადამიანების ტრანსპორტია და შენი ენთუზიაზმის მთელი ქვეყნისთვის გაზიარება გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა. ჩვენ გთავაზობთ: ✍ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს ✍ სატელეფონო სერვისების პაკეტს ✍ კორპორატიულ დაზღვევას ოფისის მისამართი: თბილისი, 4 კონსტიტუციის ქ, ოლდ ბოიზ ქოვორქინგი სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, ორშ.-პარ.
