აღწერილობა
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს. სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გრითერის/ოპერატორის პოზიციაზე: ადგილმდებარეობები: ✍ უნივერსიტეტის ქუჩა; ✍ რუსთავის გზატკეცილი. სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 საათი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი) ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass
